ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ბრინჯაო მოიპოვეს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ–რომაული ჭიდაობა
ბერძნულ–რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჯიბრების პირველ დღეს ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ოთხი მოჭიდავიდან ორმა ბრინჯაოს მედალი მიიღო.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბერძნულ–რომაული სტილი მოჭიდავე გოგა გოგიბერაშვილმა (–66 კგ) და ლევან არაბულმა (–130 კგ) სერბეთის ქალაქ ნოვი–სადში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გოგიბერაშვილმა რეპეშაჟში პოლონელ მატეუშ ბერნატეკს სძლია (4:3), ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში – თურქ ათაქან იუქსელემს (6:3).

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი რუსი არტიომ სურკოვი გახდა, რომელმაც ფინალში სერბ დავორ შტეფანეკს სძლია.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

თავისი ჯილდო რეპეშაჟის გავლით მიიღო ასევე არაბულმაც. მან ჯერ სლოვაკი ტომას სოოსა დაამარცხა (8:0), შემდეგ კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში – გერმანელი კრისტიან ჯონი (8:0).

შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე გავიდნენ ასევე ლერი აბულაძე (–59) და კუკური კირცხალია (–98), მაგრამ მათ გამოსვლა ადრეულ სტადიაზე დაასრულეს.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება ჯილდოების ბოლო ოთხი კომპლექტი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: გოგა აპრიამაშვილი (–71), გელა ბოლქვაძე (–75), ზურა დათუნაშვილი (–80) და რობერტ ქობლიაშვილი (–85).


ყველა ახალი ამბავი
0