თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომელშიც ხინჩეგაშვილი თავიდანვე ძირითად ფავორიტად იყო მიჩნეული, ქართველმა მოჭიდავემ რუს ახმედ ჩაკაევს 10:9 სძლია.
მრავალი სპეციალისტის აზრით და ასევე, კომენტარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონატზე ეს საუკეთესო ორთაბრძოლა იყო.
საინტერესოა, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ხინჩეგაშვილი 0:5-ს აგებდა, მაგრამ 48 (!) წამის განმავლობაში მან ილეთების სერია ჩაატარა და დაწინაურდა — 8:7. დარჩენილ 38 წამში სპორტსმენებმა ილეთები გაცვალეს და შეხვედრა 10:9 — ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
ხინჩეგაშვილისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მესამე გამარჯვებაა (2014 და 2016). ის არის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი (2016), ლონდონის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2012), მსოფლიოს ჩემპიონი (2015).
ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოასპარეზეთა შეჯიბრება პარასკევს სრულდება. მედლები გათამაშდება 70 და 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. საქართველოს, შესაბამისად, წარმოადგენენ დავით ტლაშაძე და გენო პეტრიაშვილი