სამოსზე შესრულებული ნახატები და ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი ნამუშევრები

© FB/ RusuDanრუსუდან გელაშვილი
რუსუდან გელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსუდან გელაშვილი 25 წლის მხატვარია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რუსუდანი ერთი წლის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან იმ მიზნით, რომ საქართველოში დამკვიდრებულიყო.

იგი ამ ეტაპზე ქსოვილზე, სამოსზე, ფეხსაცმელზე ხატვით არის დაკავებული. ამჟამად ხსნის ატელიეს, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით და მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს.

© რუსუდან გელაშვილის პირადი არქივირუსუდან გელაშვილი
რუსუდან გელაშვილი - Sputnik საქართველო
რუსუდან გელაშვილი

– ხატვა ბავშვობიდან გიტაცებდათ? თვითნასწავლი ხართ თუ გაქვთ განათლება ამ კუთხით მიღებული?

— არც კი მახსოვს ხატვა როდის დავიწყე, იმდენად ღრმა ბავშვობიდან მოვდივართ მე და ფუნჯი ერთად. ყოველთვის სერიოზულად ვუდგებოდი ჩემ ნიჭს. მახსოვს, ვხატავდი ლამაზ კაბებს და შემდეგ ვუკერავდი თოჯინებს. მინდოდა „ეს“ გამოვსულიყავი, თუმცა არ ვიცოდი ამ პროფესიას რა ერქვა, იმდენად პატარა ვიყავი. შემდეგ მშობლებმა მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი, რომ ბოლომდე მივყოლოდი და ჩავაბარე კიდეც სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე, კერძოდ, მოხატვაზე.

– როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ნახატები ტანსაცმელზე გადაგეტანათ?

— ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამიჩნდა ამის სურვილი. შემდეგ რეალობად ვაქციე, როდესაც უკვე ბატიკის ტექნოლოგია შევისწავლე. სადიპლომო ნამუშევრები სწორედ ამ ტექნოლოგიით შევქმენი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ჩვენებაზე, ასევე მომხმარებლის მხრიდან. დღემდე მაქვს შეკვეთები სწორედ ამ ნამუშევრებზე. შემდეგ უკვე მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად და იქ გავაგრძელე ჩემი საქმიანობა. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობ ამ კუთხით. 

© რუსუდან გელაშვილის პირადი არქივირუსუდან გელაშვილის ნამუშევარი
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი

2013 წელს აკადემიის დასრულებისთანავე საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი მეუღლესთან ერთად. 2016 წელს დავბრუნდი უკან და ამ წლების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდი. ვხატავდი მაისურებს ქართული ნაციონალური სამოსის დეტალების გამოყენებით, რაც ძალიან მოსწონდათ. ასევე გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი „რუსეთში ქართველთა კავშირში“, სადაც გავაკეთე როგორც თეატრის დეკორაცია, ასევე თეატრალური კოსტიუმების დიზაინი. შემდეგ ვიმუშავე კოლექციაზე კერძო შეკვეთით დიდი ზომის ადამიანებისათვის, ვიღებდი შეკვეთებს „მატრიოშკებზე“, რამაც ხეზე მუშაობის, ხატვის გამოცდილება მომცა.

© FB/ RusuDanრუსუდან გელაშვილის ნამუშევარი
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი

– რა თემა ჭარბობს თქვენ ნამუშევრებში?

— თავდაპირველად ჩემი შთაგონების წყაროდ გუდიაშვილის ფერწერა იქცა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ვეფხისტყაოსნის თემას. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის ის ძალიან სიმბოლურია. მინდა გითხრათ, სწორედ ამ თემაზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, გადამაქვს აფორიზმები და სცენები პოემიდან.

– რა საღებავებით ხატავთ ქსოვილზე?

— ვხატავ ბატიკის საღებავით, რადგან ძალიან ორიგინალური, ხარისხიანი და ექსკლუზიური გამოდის ყოველთვის, ამასთან ერთად შრომატევადია და შედარებით იშვიათად იყენებენ. ასევე ვხატავ ქსოვილის საღებავით ხელით პრინტისთვის, ძალიან ხარისხიანია, ჟღერადი ფერებით და, რაც მთავარია, რეცხვისას არ გადადის.

© FB/ RusuDanრუსუდან გელაშვილის ნამუშევარი
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი

– ანუ რეცხვის დროს არ ზიანდება ნახატი და არ უფერულდება ფერები?

— დიახ, არ გადადის ფერები, არც რეცხვისას და არც ხმარებისას.

– ყველაზე ხშირად რის დახატვას გთხოვენ?

— ქართული ორნამენტის, ვეფხისტყაოსნის სცენების ან აფორიზმების.

© FB/ RusuDanრუსუდან გელაშვილის ნამუშევარი
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი

– ყველაზე უცნაური რა დაგიხატავთ?

— ყველაზე უცნაური და სასაცილო, რაც მახსენდება, თაბაშირზე ნახატია. როცა მთხოვეს, თავდაპირველად ხუმრობად მივიღე, მაგრამ შემდეგ სრული სერიოზულობით და მონდომებით დავახატე ქალის ტორსი. დღემდე მეცინება ამ ფაქტზე, თუმცა, ამ ხუმრობა–ხუმრობაში ექიმს კი დაუტოვებია ის თაბაშირი ლამაზი ნახატის გამო.

– ტანსაცმლის გარდა რა ნივთებზე ხატავთ?

— ვხატავ კედებს, შარფებს, ვაკეთებდი თიხის სამკაულებს და შემდეგ ვხატავდი. მოსკოვში ვიღებდი „მატრიოშკების“ შეკვეთებს.

© FB/ RusuDanრუსუდან გელაშვილის ნამუშევარი
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რუსუდან გელაშვილის ნამუშევარი

– როგორ ახამებთ ფერებს ერთმანეთს? წინასწარ გეგმავთ თუ ექსპრომტად ხატავთ?

— ჩემი პალიტრა ყოველთვის ძალიან ფერადია, რადგან ექსპრომტად ვიღებ ფერებს. ყოველთვის ვცდილობ სასურველი ტონალობა მივიღო. ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მგვრის, ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლოა.

– რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხატვას თქვენ ცხოვრებაში, რას განიცდით ხატვის დროს?

— როგორც გითხარით, ეს ისაა, რასთან ერთადაც დავიბადე და რაც ყოველთვის იყო ჩემში. არ არსებობს დღე ხატვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მყავს შვილები და ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ მათ აღზრდას, მაინც ვპოულობ დროს სამუშაოდ. მუდმივად ვფიქრობ, მომდის იდეები, თუ რა უნდა შევქმნა, დავხატო, შევკერო… ხატვისას, როგორც წიგნის კითხვისას, აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადავდივარ, სადაც მხოლოდ მე ვრჩები საკუთარ ემოციებთან პირისპირ, რომლებიც შემდეგ განხორციელებული სახით ევლინება პუბლიკას. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, როდესაც ჩემი შემოქმედება მოწონებას იმსახურებს, ეს სტიმულია და მოტივაცია, რომ ვაკეთო ის, რაც მიყვარს და შევაყვარო სხვასაც.

ყველა ახალი ამბავი
0