საქართველოში ბუნებრივ აირზე მომატებული ტარიფი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerანთებული გაზქურა
ანთებული გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" აბონენტებს ტარიფი ბუნებრივ აირზე კუბურ მეტრზე 1,2%-ით, 46,153 თეთრამდე გაეზარდათ (დღგ-ის ჩათვლით).

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ბუნებრივ აირზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი ხუთშაბათს შევიდა ძალაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება სამშაბათს მიიღო გაზგამანაწილებელი კომპანიების განაცხადის საფუძველზე. ტარიფი გაიზარდა 20 ივლისიდან და 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი არ გაიზრდება

კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისელებისთვის, რომელთაც კომპანია "ყაზტრანსგაზი" ამარაგებს, ბუნებრივი აირის ტარიფი 46,153 თეთრს შეადგენს (დღგ-ის გათვალისწინებით), რეგიონების მცხოვრებლებისთვის კი, რომელთაც კომპანიები Socar და "საქორგაზი" ამარაგებენ — შესაბამისად, 56,940 და 57,011 თეთრი (დღგ-ის ჩათვლით). მიმდინარე კურსია 2,4 GEL/$1.

აქამდე ტარიფი მოსახლეობისთვის ამგვარი იყო: "ყაზტრანსგაზის" აბონენტებისთვის – 45,62 თეთრი, Socar-ის აბონენტებისთვის — 35,03-დან 49,5 თეთრამდე, "საქორგაზის" აბონენტებისთვის — 38,8-დან 50,02 თეთრამდე.

საქართველოს მოსახლეობისთვის გაზზე ტარიფის მომატებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში ოჯახი ზამთარში გაზის მოხმარებისთვის საშუალოდ 200 ლარს იხდის, ხოლო ზაფხულში — 50 ლარს. რეგიონებში ეს თანხა შედარებით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0