თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საფრანგეთს თავშესაფარს სთხოვენ, განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ.
„თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა… ჯერჯერობით ეს პრობლემა არ არის, მაგრამ მომავალში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას“, — განაცხადა ელჩმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, ფრანგმა მესაზღვრეებმა საქართველოს 12 მოქალაქეს უთხრეს უარი ქვეყანაში შეშვებაზე.
შეგახსენებთ: ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს შემოიღო.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ საქართველოს მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს:
• ბიომეტრული პასპორტი,
• სასტუმროს ჯავშანი ან ახლობლის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას,
• სამედიცინო დაზღვევა,
• სახარჯი თანხა,
• უკან დასაბრუნებელი ბილეთი.