თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 3,5 თვეში საქართველოს დაახლოებით 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.
„45 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა, ასე ვთქვათ, უვიზო რეჟიმის სიკეთეებით… ამ 45 ათასიდან ქვეყნიდან გასვლაზე უარი 150-მდე მოქალაქეს ეთქვა“, — აღნიშნა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, უმეტეს შემთხვევაში უარი აუცილებელი საბუთების არქონის გამო იყო ნათქვამი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ საქართველოს მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს:
- ბიომეტრული პასპორტი,
- სასტუმროს ჯავშანი ან ახლობლის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას,
- სამედიცინო დაზღვევა,
- სახარჯი თანხა
- უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
შეგახსენებთ: ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს შემოიღო.
© Sputnik / Maria Tsimintia ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
© Sputnik / Maria Tsimintia