სამედიცინო საქმიანობის სააგენტო ორი წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზებს შეისწავლის

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი წლის გოგონა ნარკოზიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო თერჯოლის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების მიზეზებს შეისწავლის, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ორი წლის ანა კაპანაძე ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან ვერ გამოვიდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. სააგენტოს თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში დილიდან იმყოფებიან და ცდილობენ გამოარკვიონ, არიან თუ არა დამნაშავე ექიმები ბავშვის გარდაცვალებაში. პარალელურად ბავშვის ცხედრის ექსპერტიზა ტარდება.

„დასკვნების გამოტანა ადრეა და უნდა დაველოდოთ დეტალურ შესწავლას, ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი განხილვა მოვაწყოთ. რაც შეეხება იმას, თუ რა ზომები იქნება მიღებული, წინასწარ რამის ტქმა ძნელია. ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში ყველაზე მსუბუქი (სანქცია) — გაფრთხილებაა, ხოლო ყველაზე რთული — ლიცენზიის ჩამორთმევა", — განაცხადა სერგეენკომ.

სასწარაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
თერჯოლის საავადმყოფოში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ექიმების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მათი ბრალის დამტკიცების შემდეგ შეიძლება დადგეს, აღნიშნა მინისტრმა.

ნათესავების თქმით, გოგონა კვირას საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა, მაგრამ ექიმებმა მას ოპერაცია მხოლოდ სამშაბათს გვიან საღამოს გაუკეთეს. ოჯახის წევრები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ. ლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორმა, თავის მხრივ, გამორიცხა, რომ ბავშვის დაღუპვის მიზეზი ანესთეზიოლოგი იყო.

კლინიკა „თერჯოლამედი" ერთი თვის წინ გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0