თერჯოლის საავადმყოფოში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწარაფო დახმარების ბრიგადა
სასწარაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათესავები მომხდარში კლინიკის ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ორი წლის ანა კაპანაძე ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან ვერ გამოვიდა და თერჯოლის კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ნათესავების თქმით, გოგონა კვირას საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა, მაგრამ ექიმებმა მას ოპერაცია მხოლოდ სამშაბათს, გვიან საღამოს გაუკეთეს. ოჯახის წევრები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.

სამედიცინო დაწესებულებაში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. კლინიკის დაცვის წევრებმა განაცხადეს, რომ ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო ბავშვის დაღუპვის მიზეზების გამოძიება, იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. კლინიკა „თერჯოლამედის" დირექტორმა გამორიცხა, რომ ბავშვის დაღუპვის მიზეზი ანესთეზიოლოგი იყო. კლინიკა „თერჯოლამედი" ერთი თვის წინ გაიხსნა. 

ყველა ახალი ამბავი
0