პოროშენკო: უკრაინა თავისი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს

© Sputnik / Alexander Imedashviliუკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილისში პრესკონფერენციაზე
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილისში პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განმარტა, თუ რატომ მიიწვია მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეცდომა უწოდა 2015 წელს ზოგიერთი სპეციალისტის მიწვევას საქართველოდან, რადგან მათ ხელი პოლიტიკას მიჰყვეს.

პოროშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით ჩამოვიდა და უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. ექსპერტების შეფასებით, ბოლო დრომდე თბილისისა და კიევის ურთიერთობებში გაცივება შეიმჩნეოდა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის გამო.

პოროშენკოს განცხადებით, მისმა მთავრობამ 2015 წელს მრავალი უცხოელი სპეციალისტი მიიწვია, მათ შორის საქართველოდან, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ ტექნოკრატები.

"ზოგიერთი ძალზე ეფექტური იყო, ზოგი, სამწუხაროდ, პოლიტიკურ აქტიურობაში ჩაერთო და ნულოვანი შედეგი აჩვენა. ზოგთან მიმართებით შეცდომა დავუშვით. ჩვენ ვაღიარებთ ამ შეცდომას და ვცდილობთ მის გამოსწორებას, მაგრამ ეს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაში დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გახდება", — განაცხადა პოროშენკომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში.

შეხვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში - გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
პოროშენკო: ქართველებს უკრაინელების იმედი უნდა ჰქონდეთ

ასე უპასუხა პოროშენკომ კითხვას, უშლის თუ არა ხელს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრების მონაწილეობა უკრაინის მმართველობაში.

საქართველოდან მიწვეულ სპეციალისტებს შორის მთავარი ფიგურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც სამშობლოში შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. ის 2015 წლის 30 მაისს ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა, მანამდე კი მთავრობის მრჩევლის პოსტი ეკავა. 2016 წელს კი სააკაშვილი თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил).

უკრაინაში მაღალი თანამდებობები ეკავათ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი გეწაძეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს ჯაბა ებანოიძეს, ასევე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი გრიგალაშვილს.

ყველა ახალი ამბავი
0