თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თავის დაბადების დღეზე ტრადიციისამებრ ბათუმში სოლო-კონცერტს გამართავს.
წელს კიკაბიძის კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე 18 აგვისტოს, 20:00 საათზე შედგება.
კიკაბიძე ლეგენდარულ ჰიტებს შეასრულებს. მასთან ერთად იმღერებენ ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძე, ქალიშვილ ეკა მამალაძესა და შვილიშვილ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად.
სოლო-კონცერტის შემდეგ ვახტანგ კიკაბიძე ლატვიასა და აზერბაიჯანში გაემგზავრება. ლატვიაში არტისტი საერთაშორისო ფესტივალ "ლაიმა ვაიკულე. იურმალა. რანდევუში" მიირებს მონანწილეობას, ხოლო აზერბაიჯანში — საერთაშორისო ფესტივალში „სიცხე 2017“.