ბუბა კიკაბიძე: გერმანელ ტყვეებს სათამაშოებში შაქარს, პურის ნაჭერს, ხახვს ვუცვლიდით
„მაშინ დიდი გაჭირვება და შიმშილი იყო. ჩვენ ეზოსთან მუშაობდნენ გერმანელი ტყვეები. ხის სათამაშოებს აკეთებდნენ. ჩვენ ჩაგვქონდა ხოლმე შაქარი, პურის ნაჭერი, ხახვი და სათამაშოებში ვუცვლიდით“, — იხსენებს ბუბა კიკაბიძე.
ცნობილმა მომღერალმა აღნიშნა, რომ მის ბავშვობაში ყველა თამაში ომთან ასოცირდებოდა და ყველაზე ხშირად ბავშვები „ომობანას“ თამაშობდნენ.