არქეოლოგებმა თურქეთში უძველესი „სმაილი" აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსმაილიკიანი დოქი თურქეთში
სმაილიკიანი დოქი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს დოქი მასზე გამოსახული „სმაილით". ნაპოვნი არტეფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700 წლით თარიღდება და ადამიანის მომღიმარე სახის უძველეს გრაფიკულ გამოსახულებას წარმოადგენს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. გაზიანტეპის პროვინციაში ქალაქ კარკამიშში გათხრებისას თურქმა და იტალიელმა არქეოლოგებმა „სმაილის" გამოსახულებით დოქი იპოვეს, რაც ადამიანის მომღიმარე სახის უძველეს გრაფიკულ გამოსახულებას წარმოადგენს.

ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლო მარეტის თქმით, ეს ყველაზე ძველი „სმაილია" და ის გაზიანტეპის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცემა.

ქალაქი კარკამიში არსებობის 5000 წელს ითვლის და სირიის საზღვართან მდებარეობს. კარკამიში ძველი სამყაროს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენდა და სხვადასხვა დროს ჰეტების, ასურელების, ბაბილონის და ძველი რომის მიერ იყო დაპყრობილი.

არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარაში - Sputnik საქართველო
არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარაში

პირველ გათხრებს ცნობილი ბრიტანელი ოფიცერი და მოგზაური ლოურენს არავიელი ატარებდა. ათწლეულების განმავლობაში ეს რაიონი გათხრებისთვის იმის გამო დაიხურა, რომ 1920-1921 წლების საფრანგეთ-თურქეთის ომის დროს ის დაინაღმა. განაღმვა რამდენიმე წლის წინ დასრულდა.

იტალიელმა და თურქმა არქეოლოგებმა გათხრები ამ რეგიონში 2011 წელს დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0