თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ადრე ბიზანტიური ხანით (III–VII საუკუნეები)დათარიღებული ქვევრები აღმოაჩინეს, იტყობინება აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახური.
"ძეგლი ზღვის დონიდან 150 მ-ზე მდებარეობს. 2 ქვევრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიწით ამოივსო 80 კვ/მეტრზეა განთავსებული. ქვევრების ფორმით დასტურდება, რომ ჭურჭელი სავარაუდოდ ბიზანტიური ხანისაა, მსგავსი ქვევრები სინოპაშია აღმოჩენილი', — ნათქვამია შეტყობინებაში.
სოფელ ჩაისუბანში პირველად ქვევრები 2012 წელს აღმოაჩინეს და ეს ადგილი "ჩაქვის მარანად" არის წოდებული. ძეგლის აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აჭარის რეგიონს აქვს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. არქეოლოგიური გათხრები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფინანსებით განხორციელდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი, არქეოლოგი ამირან კახიძე.