მიღებული შემოწირულობებით "ევროპული საქართველო" ლიდერობს

© photo: Sputnikლარის სხვადასხვა კუპიურები
ლარის სხვადასხვა კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიების შემოწირულობებმა პირველ ექვს თვეში 250 000 ლარს გადააჭარბა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" 2017 წლის პირველ ნახევარში მიღებული შემოწირულობების მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდა, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების საფინანსო საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

სულ 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში დარეგისტრირებულმა პარტიებმა 250 000 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

პარტიას "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" საანგარიშო პერიოდში 131 000 ლარი გადაურიცხეს, პარტიას "ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი" – 48 000 ლარამდე, ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობას" – 30 000 ლარი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძე დაასახელა

შემდეგ მოდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც პირველ ექვს თვეში 24 ათასი ლარი გადაურიცხეს.

ლიდერთა ხუთეულის ბოლოშია მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" – 8,7 ათასი ლარი.

ბოლო ადგილზეა "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" – 20 ლარი ექვსი თვის განმავლობაში.

საქართველოში პარტიები ვალდებული არიან, მონიტორინგის სამსახურს საკუთარი შემოსავლების, მათ შორის შემოწირულობების შესახებ სრული ანგარიში წარუდგინონ. შემოწირულობამ ფიზიკური პირისგან არ უნდა გადააჭარბოს 60 ათას ლარს წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისგან — 120 ათას ლარს.

 

ყველა ახალი ამბავი
0