მმართველმა პარტიამ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძე დაასახელა

გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისი მერობისთვის იბრძოლებს.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში  ექს-ფეხბურთელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იქნება, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მოქალაქეები თბილისის მერსა და კიდევ 11 ქალაქისა და რაიონის მერებს ოქტომბერში აირჩევენ. თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატები უკვე დაასახელეს  ოპოზიციურმა პარტიებმა — „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“. „ნაციონალებს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექოტირს მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, ხოლო „ევროპულ მოძრაობას“ — ელენე ხოშტარია წარადგენს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს

„თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“  მონაწილეობას  თანამედროვე პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული — კახა კალაძე მიიღებს. ამ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს“, — განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა  კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.  2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა.

განათლებით ისტორიკოსმა კალაძემ, წარმატებას საფეხბურთო კარიერაში მიაღწია. 1993-2012 წლებში ის თამაშობდა თბილისის „დინამოში“, კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და ჯენოაში. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა.

 

2007 წელს კალაძემ საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“ დააარსა, შემდეგ კი „პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამფუძნებელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0