ბასილაშვილმა შვედეთში АТР-ს სერიის ტურნირის პირველი რაუნდი წააგო

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წაგების მიუხედავად ბასილაშვილმა ტურნირზე 8 000 ევრო გამოიმუშავა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (51) შვედეთის ქალაქ ბოსტადში АТР-ს სერიის ტურნირის პირველი რაუნდი ვერ გადალახა — მან ორ სეთში არგენტინელ ორასიო სებალიოსს (56) ანგარიშით 3:6, 3:6 დაუთმო.

მატჩი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბასილაშვილმა არგენტინელის ჩაწოდების აღება ცხრაჯერ ვერ შეძლო, სებალიოსმა პირველი ჩაწოდების შემდეგ ბასილაშვილს ბურთების 78% მოუგო (ბასილაშვილმა კი მას 59% მოუგო) და სამი ბრეიკ-პოინტი გააკეთა (ბასილაშვილმა ვერცერთი).

ტურნირის შემდეგ წრეში გასასვლელად სებალიოსი უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება, რომელმაც არგენტინის სხვა წარმომადგენელს ლეონარდო მაიერს ანგარიშით 6:3, 6:2 მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი „უიმბლდონის“ მეორე რაუნდში დამარცხდა

რაც შეეხება ბასილაშვილს, წაგების მიუხედავად მან 20 სარეიტინგო ქულა და 8 000 ევროზე მეტი გამოიმუშავა.

ბოსტადის ტურნირი 23 ივლისამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი 482 000 ევროს შეადგენს.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასია.

ყველა ახალი ამბავი
0