ბათუმში "ქართველთა მარშის" ჩატარება სურთ

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია "ქართველთა მარში"
აქცია ქართველთა მარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ქართველთა მარშის" მონაწილეები საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების უკანონო მოქმედებებს აპროტესტებენ.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის შემდეგ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები ანალოგიური აქციისთვის ბათუმში ემზადებიან, ამის შესახებ Facebook-გვერდზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლადო სადღობელაშვილმა დაწერა.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ რამდენიმე ათასმა ადამიანმა 14 ივლისს ლოზუნგით "დაიცავი საქართველო" აღმაშენებლის გამზირზე მარშით გაიარა. "ქართველთა მარშში" მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები.

არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქართველთა მარში გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

"ახლა ვიმყოფები ბათუმში. ხვალიდან ვაპირებ რამდენიმე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში "ქართველთა მარშის" მოსამზადებლად. გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი "ქართველთა მარშის" ჩასატარებლად!" — წერს სადღობელაშვილი.

"ქართველთა მარშის" ჩასატარებლად დავით აღმაშენებლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადაიკეტა.

აქციაზე ორგანიზატორებმა პოლიტიკური მოთხოვნებიც გაახმოვანეს — რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული მიგრაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლებისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ყველა არალეგალისა და უცხოელის — კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის დაუყოვნებლივი დეპორტაცია მოითხოვეს.

პოლიციამ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღო, აქციაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0