თბილისის ცენტრში არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ მრავალათასიანი მსვლელობა "ქართველთა მარში" გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა საპროტესტო აქცია.
ათასობით ადამიანი მონაწილეობდა არალეგალი მიგრანტების წინააღდეგ გამართულ "ქართველთა მარშში". მრავალათასიანი მსვლელობის დროს აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. უსაფრთხოებას ასობით პოლიციელი უზრუნვწელყოფდა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები იყო მიგრაციის შესახებ ახალი კანონის დაუყოვნებლივი მიღება, რომელიც საქართველოში ცხოვრების ნებართვის გაცემას და მოქალაქეობის მიღების პირობებს გაამკაცრებს, ასევე საქართველოს ტერიტორიიდან დეპორტირება ყველა არალეგალისა და კრიმინალიტეტის წარმომადგენლებისა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ყოფილი მმართველი პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის აკრძალვას საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების შეწყვეტას.