გარდაიცვალა მსახიობი ვლადიმირ ტოლოკონიკოვი

© photo: Sputnik / Евгений Одиноков / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ტოლოკონიკოვი
ვლადიმირ ტოლოკონიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსრკ-ისა და ყაზახეთის დამსახურებული არტისტი ვლადიმირ ტოლოკონიკოვი 15 ივლისს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik.  მოსკოვში, კვირას, კინოსა და თეატრის მსახიობი ვლადიმირ ტოლოკონიკოვი გარდაიცვალა, რომელიც ფილმში „ძაღლის გული“ მთავარ როლს ასრულებდა, იუწყება РИА Новости  ალმათის ლერმონტოვის თეატრის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„ვლადიმირ ალექსეევიჩი ღამით მოსკოვში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა დღეს დილის ოთხ საათზე  02.00 თბილისის დროით) მომწერა“, — განუცხადა სააგენტოს თეატრის წარმომადგენელმა.

ალექსეი ბატალოვი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა მსახიობი ალექსეი ბატალოვი

მისი სიტყვებით, ტოლოკონიკოვი  გელენჯიკში გადაღებების შემდეგ მოსკოვში არცთუ დიდი ხანია რაც დაბრუნდა. თეატრის წარმომადგენელი ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას თუ სად და როდის დაკრძალავენ მსახიობს.

„მე დღეს მისგან (შვილისგან —რედ.) ზარს ველოდები, ჯერჯერობით ტელეფონზე არ მპასუხობს“, — განაცხადა თეატრის წარმომადგენელმა.

ვლადიმირ ტოლოკონიკოვი — საბჭოთა და ყაზახეთის კინოსა და თეატრის მსახიობი, ყაზახეთის დამსახურებული არტისტი. მან ფართო აღიარება ვლადიმირ ბორტკოს „ძაღლის გულში“ შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა, რომელშიც 1988 წელს პოლიგრაფ პოლიგრაფოვიჩ შარიკოვის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0