გარდაიცვალა მსახიობი ალექსეი ბატალოვი

© photo: Sputnik / Сергей Пятаков / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი ბატალოვი
ალექსეი ბატალოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ალექსეი ბატალოვი რამდენიმე თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

თბილისი, 15 ივნისი— Sputnik. მოსკოვში 89 წლის ასაკში სსრკ-ის სახალხო არტისტი ალექსეი ბატალოვი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო РИА Новости მსახიობის ახლობლებზე დაყრდნობით.

მანამდე ბატალოვის მეუღლემ განაცხადა, რომ მსახიობი, მას შემდეგ, რაც ფეხი მოიტეხა, საავადმყოფოში ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს.

„დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ალექსეი ვლადიმერის ძე დღეს, ღამით გარდაიცვალა“, — განუცხადეს სააგენტოს მსახიობის ოჯახში.

ბატალოვი 1928 წელს თეატრალურ ოჯახში დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 1944 წელს შედგა. 1950 წელს კი მოსკოვის მხატვრული თეატრის სკოლა-სტუდია დაამთავრა. მსახიობი 40-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო გოშას როლი ვლადიმერ მენშოვის ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. 2008 წელს ალექსეი ბატალოვის სახელი ბუგულმინსკის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს მიანიჭეს.

ყველა ახალი ამბავი
0