თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის სატარიფო საბჭოს გადაწყვეტილებით АИ-92 მარკის ბენზინის ფასი გაიზარდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენზინის საცალო ფასი 0,2 მანათით გაიზარდა. გადაწყვეტილების თანახმად, 15 ივლისიდან АИ-92 მარკის ბენზინი 0,9 მანათი ღირს (0,53 USD).
ამჟამად АИ-92 მარკის ბენზინის ერთი ლიტრის ფასი საქართველოში — 0,86 USD, რუსეთში — 0,61 USD, ყაზახეთში — 0,43 USD, ბელარუსში — 0,59 USD, უკრაინაში — 0,98 USD.
АИ-92 მარკის ბენზინის ფასი აზერბაიჯანში ბოლოს 2013 წლის დეკემბერში გაიზარდა. მაშინ ამ მარკის ბენზინის ფასი 0,55-დან 0,70 მანათამდე გაიზარდა.