თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ქუთაისში მრავასართულიანი სახლის ფანჯრიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა საგორიას რაიონში შაბათ საღამოს მოხდა. თვითმხილველის თქმით, 4 წლის ბავშვი ოთახში რამდენიმე წუთით უყურადღებოდ დარჩა და მეხუთე სართულიდან გადავარდა.
„დედა ოთახიდან გავიდა, ბავშვი დივანზე ფანჯარასთან იჯდა…“, — აღნიშნავს თვითმხილველი.
მიღებული ტრავმებისგან ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.