ბათუმში მამაკაცი "ეშმაკის ბორბლიდან" გადმოვარდა

© photo: Sputnik / Stringerეშმაკის ბორბალი ბათუმში
ეშმაკის ბორბალი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ეშმაკის ბორბლიდან" გადმოვარდნის შედეგად ბათუმში წინასწარი მონაცემებით - 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ბათუმში „ეშმაკის ბორბლიდან" გადმოვარდნის შედეგად ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია 67 წლის მამაკაცი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0