შატილი გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილია

გამოწერა
შატილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, თუმცა, გზა მეწყერების გამო ისევ გადაკეტილია.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ხელისუფლება ათი დღის განმავლობაში შატილის მიმართულებით გზის გახსნას გეგმავს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

დუშეთი - Sputnik საქართველო
ბექა ღარიბაშვილი: სტიქიის დროს შატილიდან 90 ადამიანი გამოვიყვანეთ

6-7 ივლისს მომხდარმა ძლიერმა წვიმამ დააზიანა შატილი ჰესი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიით ამარაგებს და მთავარი გზა, რომელზეც ცხრა მეწყერი ჩამოწვა.  შატილი გარესამყაროს ერთადერთი ვიწრო და სახიფათო გზით უკავშირდება.

„სულ შატილის თემში 42 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობენ, ახლა კი მათ პრობლემები გაუჩნდათ. გზის აღდგენაზე აქტიურად ვმუშაობთ, დაახლოებით ათ დღეში სამუშაოები დასრულდება“, — განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა.

პარასკევს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შატილის ადგილობრივ მოსახლეობას კვების პროდუქტები ჩაუტანეს.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს თანამშრომლებმა სრულად აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება, ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0