რუსეთმა Georgian Airways–ს ფრენები შეუზღუდა

© photo: Sputnik / Stringer"აირზენას" თვითმფრინავი
აირზენას თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ავიაკომპანიას რუსეთის მიმართულებით ფრენები რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ შეუზღუდა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways–მა მოსკოვის მიმართულებით რეისების შემცირებისა და ყაზანის მიმართულებით ფრენების გაუქმების შესახებ განაცხადა.

Georgian Airways ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ახორციელებდა რეისებს თბილისი–მოსკოვი–თბილისი და უახლოეს პერიოდში ფრენებს ყაზანში გეგმავდა.

"პირველი ნიშანი იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან "ჯორჯიან ეარვეისისათვის" ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა. ახლახან კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ "ჯორჯიან ეარვეისისს" უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით", – აღნიშნულია კომპანიის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენებმა მოიმატა

ავიაკომპანიამ მომხდარში კონკურენტები დაადანაშაულა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამაზე რეაგირება სთხოვა.

"ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით", – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways–ს ფრენები საპასუხო ზომების სახით შეუზღუდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"ტრანსპორტის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ქართული კომპანიისთვის თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეზღუდვის თაობაზე. ეს შეზღუდვა საპასუხო სარკისებრი ზომაა", – აღნიშნეს უწყებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ქართული ავიახელისუფლება მაისიდან მოყოლებული რუსულ ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებს" ზაფხულის განრიგით ოთხი რეისის შესრულების ნებას არ რთავს პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით.

თვითმფრინავი ჰაერში - Sputnik საქართველო
სტუმართმოყვარე ბათუმი: ფრენისთვის ექვსი ახალი ავიაკომპანია ემზადება

"ქართულმა ავიახელისუფლებამ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება რუსული მხარის წინაშე და მისცეს "ურალის ავიახაზებს" ამ ფრენების განხორციელების უფლება", – აღნიშნავენ სამინისტროში.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს გაუქმდა, თუმცა, გარკვეული პერიოდით აღდგა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ კი კვლავ გაუქმდა.

მოსკოვსა და თბილისს შორის ჩარტერული რეისები 2010 წლის აგვისტოში აღდგა, მოსკოვსა და ბათუმს შორის — 2012 წლის მაისში, მოსკოვსა და ქუთაისს შორის — 2011 წლის სექტემბერში.

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის გადაწყვეტილება 2014 წლის 24 ოქტომბერს მიიღეს. დღეს რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი და "აეროფლოტი", ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena — Georgian Airways-ი ახორციელებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0