სტუმართმოყვარე ბათუმი: ფრენისთვის ექვსი ახალი ავიაკომპანია ემზადება

© photo: Sputnik / S.Soloviovთვითმფრინავი ჰაერში
თვითმფრინავი ჰაერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის აეროპორტის განრიგს ზაფხულში ახალი ავიაკომპანიების რეისები დაემატება, რომლებიც ფრენებს განახორციელებენ დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ-პეტერბურგიდან.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმის მიმართულებით ფრენებს ექვსი ახალი ავიაკომპანია გეგმავს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართულ ავიაბაზარზე შემოდიან და განახორციელებენ ფრენებს შემდეგი მიმართულებით:

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმი სეზონისთვის ემზადება: შეზლონგი + ქოლგა = 4 ლარი

Fly Dubai — დუბაი-ბათუმი-დუბაი

Wings of Lebanon — ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთი

Anda Air — კიევი-ბათუმი-კიევი

Nordavia — ს.პეტერბურგი-ბათუმი-ს.პეტერბურგი

Nordstar Airlines — მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი

Severstal — ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცი

ზაფხულის პერიოდში ბათუმის მიმართულებით სულ 21 ავიაკომპანია იფრენს.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ტურისტებისთვის ბათუმი დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0