მოვაჭრეებმა ფოთში შესასვლელი გადაკეტეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის ბაზარში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ხელისუფლება სახანძრო სამსახურის ცუდ მუშაობაში დაადანაშაულეს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ფოთის   ბაზარში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ავტომაგისტრალი გადაკეთეს, რათა ხელისუფლებამ მათ პრობლემებს ყურადღება მიაქციოს, თუმცა, პოლიციამ გზა მალე გახსნა,  უიწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე ორშაბათს, დაახლოებით 7 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა. ორი საათის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობას ცხრა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია — 150 მაღაზიიდან 70. მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად გააჩინა ცეცხლი.

„მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. ხანძარში, უპირველეს ყოვლისა, მთავრობას ვადანაშაულებთ, ვინაიდან ხანძრისას არამობილიზებული სახანძრო მანქანები მოვიდა. მოვითხოვთ ფულად კომპენსაციას მთავრობისგან, რომელმაც გზები ვერ გაარემონტა და მეხანძრეები წყლით ვერ უზრუნველყო“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შორენა თვალთვალაძემ.

მისი თქმით, მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე შემოვლითი გზით მივიდნენ.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
შსს-მ ხანძრის შედეგად დაზარალებული ფოთის ბაზრის მოვაჭრეები დაკითხა

რაც შეეხება ხანძარს, არავინ დაშავებულა, თუმცა, იყო სუიციდის მცდელობა — 43 წლის ქალბატონმა, რომლის საქონელიც დაიწვა, ვენები გადაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ჰიპერტონიული შეტევით ორი ადამიანი მიიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0