შსს-მ ხანძრის შედეგად დაზარალებული ფოთის ბაზრის მოვაჭრეები დაკითხა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტერიტორიაზე არსებული 150 მაღაზიიდან 70 დაიწვა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დაკითხეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე ორშაბათს, დაახლოებით 7 საათზე გაჩნდა. ორი საათის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობას ცხრა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია — 150 მაღაზიიდან 70.

მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად გააჩინა ცეცხლი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ვფიქრობ, რომ სპეციალურად დაწვეს. ეს ჩემი მოსაზრებაა. რამდენად სამართლიანია, ამას ვერ გეტყვით. შეიძლება ელექტროსადენების გამოც გაჩნდა ცეცხლი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დაწვეს“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

მანამდე დაზარალებულები კომპენსაციის მოთხოვნით ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ბანკებმა მოვაჭრეებს საკრედიტო დავალიანებები გადაუვადონ და ასევე გასცენ ახალი კრედიტები ვაჭრობის დასაწყებად.

112 - Sputnik საქართველო
ხანძარი ფოთის ბაზარში: სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კანონის ფარგლებშია შესაძლებელი. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, დავეხმარები მათ. ქალაქიც ჩვენ გვერდითაა, ყველა გვერდით გვიდგას და ჩვენ ვიმოქმედებთ. ალბათ, რაღაც გამოსავალს ვიპოვით“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ბაზრის დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ.

რაც შეეხება ხანძარს, არავინ დაშავებულა, თუმცა იყო სუიციდის მცდელობა — 43 წლის ქალბატონმა, რომლის საქონელიც დაიწვა, ვენები გადაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ჰიპერტონიული შეტევით ორი ადამიანი მიიყვანეს.

ამ დროისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0