დაკარგული ტყუპი ძმა აჭარაში იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყუპი ძმა, რომლებიც თბილისში სახლიდან საშინაო ფორმაში გავიდნენ, რამდენიმე დღეში იპოვეს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დაკარგული ტყუპი ძმა ორი დღის ძებნის შემდეგ აჭარაში საღსალამათი იპოვეს, დაწერა თავის Facebook–გვერდზე შსს–ს პრეს–სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ.

14 წლის ნიკა და ლუკა ცანავებს პოლიცია 13 ივლისიდან, მას შემდეგ ეძებდა, რაც ისინი სახლში არ დაბრუნდნენ.

"პოლიციამ ტყუპი ძმები იპოვა… მოზარდები თავს კარგად გრძნობენ", – დაწერა პერტაიამ.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისში ტყუპი ძმები დაიკარგნენ

კომენტარებში მან აღნიშნა, რომ ძმები აჭარაში იპოვეს.

მოზარდები ისანი-სამგორის რაიონში, მუჯირიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან საშინაო ტანსაცმლით გავიდნენ. მას შემდეგ არავის უნახავს. როდესაც ისინი სახლში არ დაბრუნდნენ და მობილურ ტელეფონზე არ პასუხობდნენ, ოჯახის წევრებმა განგაში ატეხეს.

ძებნის პარალელურად პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე "თავისუფლების უკანონო აღკვეთის" მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0