თბილისში ტყუპი ძმები დაიკარგნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს სახლიდან გავიდნენ და არ დაბრუნებულან 14 წლის ტყუპი ძმები.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ტყუპ ძმებს ლუკა და ნიკა ცანავებს ეძებენ, რომლებიც ოთხშაბათს თბილისში დაიკარგნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ტყუპები 14 წლის არიან, ისანი-სამგორის რაიონში მუჯირიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან საშინაო ტანსაცმლით გავიდნენ. მას შემდეგ არავის უნახავს. როდესაც ისინი სახლში არ დაბრუნდნენ და მობილურ ტელეფონზე არ პასუხობდნენ, ოჯახის წევრებმა განგაში ატეხეს.

"დაკარგვის შესახებ შეტყობინება გუშინ შემოვიდა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით "თავისუფლების უკანონო აღკვეთა". აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

თუ თქვენ გაგაჩნიათ ინფორმაცია ტყუპების ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით მათ ნათესავებს ტელეფონზე +995 592 152 098.

ყველა ახალი ამბავი
0