რუსეთში ფრენების შეზღუდვა: Georgian Airways-ი მგზავრებს გადაანაწილებს

გამოწერა
რუსეთმა გააუქმა ოთხშაბათის, პარასკევის, შაბათისა და კვირის დილის რეისები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, რომლებსაც Georgian Airways-ი ასრულებდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორმა გივი დავითაშვილმა განმარტა, რუსეთში შეზღუდული ფრენების პირობებში თუ როგორ აპირებს კომპანია მუშაობას.

Georgian Airways-თვის შეზღუდვების დაწესება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ იმის საპასუხო ზომად ახსნა, რომ ქართული ავიახელისუფლება მაისიდან მოყოლებული რუსულ ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებს" ზაფხულის განრიგით პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ოთხი რეისის შესრულების ნებას არ რთავს.

„გაუქმდა ოთხი დილის რეისი — ოთხშაბათის, პარასკევის, შაბათისა და კვირის. დანარჩენი რეისები უცვლელი დარჩა. ხვალ რეისი გამონაკლისის სახით შესრულდება. რაც შეეხება სხვა რეისებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეში სამ რეისს ვასრულებთ და მგზავრებს სხვა რეისებზე გადავანაწილებთ. მგზავრებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, — ციტირებს დავითაშვილს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

აირზენას თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
რუსეთმა Georgian Airways–ს ფრენები შეუზღუდა

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მომხდარზე ადექვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს.

„მთლიანობაში ჩვენ და რუსული ავიაკომპანიები კვირაში 21 რეისს ვასრულებდით“, — დასასრულს აღნიშნა მან.

დღეს რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი და "აეროფლოტი", ხოლო საქართველოს მხრიდან —  Georgian Airways-ი ახორციელებენ.

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველ კვირას 60-მდე რეისს ასრულებენ, ხოლო ქართული კომპანია რუსეთის მიმართულებით — 20-მდე რეისს.

საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ 2014 წლის 15 სექტემბრიდან აღდგა.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს გაუქმდა, თუმცა, მოგვიანებით გარკვეული პერიოდით აღდგა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ კი კვლავ გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0