საქართველოში პოროშენკოს ვიზიტის დეტალური პროგრამა

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან, მონაწილეობას მიიღებს ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმსა და საინვესტიციო ფორუმში, ასევე ეწვევა აჭარასა და სვანეთს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომელშიც შედიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესმენები, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პოროშენკო საქართველოს ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით 17 ივლისს ეწვევა. 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო - Sputnik საქართველო
პოროშენკო საქართველოს 17 ივლისს ეწვევა

ვიზიტის მსვლელობისას პოროშენკო გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს (გმირთა მოედანზე), ასევე ეწვევა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს.

გარდა ამისა, პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურვალეთში ჩავა.

ასევე გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის მსვლელობისას პოროშენკო საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

აჭარასა და სვანეთს უკრაინის პრეზიდენტი 19 ივლისს ესტუმრება. აჭარაში ის შეხვდება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ზურაბ პატარაძეს, ხოლო დაბა მესტიაში დაათვალიერებს მარგიანის სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმსა და სვანურ კოშკებს.

გარდა ამისა, პოროშენკო მარგველაშვილთან ერთად გახსნის ქართულ-უკრაინულ საინვესტიციო ფორუმს და მასში მონაწილეობას მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0