პოროშენკო საქართველოს 17 ივლისს ეწვევა

© REUTERS / Valentyn Ogirenkoუკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაგეგმილია რიგ ორმხრივ შეთანხმებებზე ხელმოწერა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 17-19 ივლისს ეწვევა, განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კონსტანტინ ელისეევმა ქვეყნის ტელეარხს „5 канал".

„ველოდებით საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ხელი მოეწერება რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებს და იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური საინვესტიციო პოტენციალის გახსნის საშუალებას იძლევა", — განაცხადა ელისეევმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გააქტიურდა.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის არ ეშინია

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში გაცივება შეიმჩნეოდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0