ქობულეთში ფეკალური მასები ამიერიდან შავ ზღვაში აღარ ჩაედინება

© Sputnik / Seyran Baroyanშავი ზღვის სანაპირო
შავი ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2020 წლამდე კანალიზაციის სისტემის 27 ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქობულეთში კანალიზაციის სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა, აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო
ტურისტებში აჭარით დაინტერესება იზრდება

პროექტის ღირებულება 5,8 მილიონ ლარზე მეტია. ნაგებობის მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტექნიკური აღჭურვილობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2020 წლამდე კანალიზაციის სისტემის 27 ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს.

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. ტურისტები აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

ყველა ახალი ამბავი
0