დიეტოლოგი დუკანი თაღლითობაში ამხილეს

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი დიეტოლოგი დუკანი მოსკოვში
ფრანგი დიეტოლოგი დუკანი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგმა დიეტოლოგმა აშშ-ში თავისი იდეების განსახორციელებლად ასობით ათასი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა, მაგრამ ვალდებულებები არ შეასრულა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი პიერ დუკანი ფინანსური გარიგებების აღსრულებისას თაღლითობაში ამხილეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Guardian-ზე დაყრდნობით.

„დუკანმა თაღლითური გზებით მოიპოვა დაფინანსება და კონსალტინგური მომსახურება… კონტრაქტის ვალდებულებების შესრულების ყოველგვარი განზრახვის გარეშე", — ნათქვამია პირდაპირი ინვესტიციების ევროპული ფონდის სარჩელში, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასამართლოშია შეტანილი.

ფონდში აღნიშნავენ, რომ ასეულობით ათასი დოლარის ინვესტიცია დუკანს აშშ-ში თავისი დიეტის წინსვლისთვის სჭირდებოდა.

ანა ჭოხონელიძე - Sputnik საქართველო
ანა ჭოხონელიძე: დიეტის დროს ეს არის ყველაზე ხშირად დაშვებული, სავალალო შეცდომა

დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტის შესახებ 11 მილიონი წიგნი გაიყიდა, ხოლო მისი მიმდევრების რიცხვში იყვნენ კეიტ მიდლტონი, ჯენიფერ ლოპესი, პენელოპა კრუზი და ჟიზელ ბუნდჰენი. თუმცა მეცნიერულ სამყაროში დუკანის დიეტას არაერთგვაროვანი რეპუტაცია გააჩნია და არაერთხელ დაუმსახურებია კრიტიკა.

2011 წელს დიეტოლოგთა ბრიტანულმა ასოციაციამ დუკანს "სელებრიტებისთვის უარესი დიეტის" ავტორი უწოდა. საფრანგეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დუკანის დიეტის მიმდევართა 35%-მა დაკლებული წონა ერთ წელიწადში აღიდგინა, ხოლო გამოკითხულთა 80%-მა — ოთხი წლის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0