ბათუმში ახალი სანაპირო ზოლი გაჩნდება

გამოწერა
ბათუმში ახალი სანაპირო ზოლის მოსაწყობად 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ბათუმში ახალი სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, გაკეთდება არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დამაკავშირებელი 12 საფეხმავლო ხიდი.

ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო
ტურისტებში აჭარით დაინტერესება იზრდება

„ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას და აზიანებს როგორც პლაჟს, ასევე სანაპირო ბულვარს. პროექტის დასრულების შედეგად, მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკმა ბათუმში ახალი სანაპირო ზოლის მოწყობისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტთა ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილს ბათუმი წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0