ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის ცხედარი ნაპოვნია, მამას კი ამ დრომდე ეძებენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კახეთში, სოფელ გურჯაანში ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. შემთხვევის დროს მას ექვსი წლის შვილიც თან ჰყავდა.

მდინარე ენგური, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ფოთში ქალის ცხედარი იპოვეს

გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე იპოვეს, მამის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტოს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0