თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
როგორც შემთხვევის ადგილიდან „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი იტყობინება, ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
კორესპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამდრომდე უცნობია.
ჯემალ ღამბაშიძე