თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი დუმილის უფლებით სარგებლობს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის ყოფილ შტატგარეშე თანამშრომელს ოთარ აბესაძეს ქრთამის აღების ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჩინოვნიკმა 3 000 აშშ დოლარი საქართველოს მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა.

ოთარ აბესაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

„დიახ, მას წაუყენეს ბრალდება, მან დუმილის უფლებით ისარგებლა“, — განაცხადა ჭკადუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას პარასკევს შეარჩევს. ამჟამად აბესაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება მიმდინარეობს 338-ე მუხლით „ქრთამის აღება“, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0