თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© Photo: Courtesy of Otar Abesadzeოთარ აბესაძე
ოთარ აბესაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ოთარ აბესაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ამ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონებისა და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთანავე იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ქრთამის აღების ფაქტზე ჩინოვნიკი დააკავეს

„მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

© FB/ Oto Abesadzeოთარ აბესაძე
ოთარ აბესაძე - Sputnik საქართველო
ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია 2012 წლიდან. ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას. იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

ყველა ახალი ამბავი
0