ბათუმში გაიხსნა კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

© photo: Sputnikბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი პირები, ასევე ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბათუმში ხუთშაბათს მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კონფერენციამ „საქართველოს ევროპული გზა — რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა".

ორდღიანი კონფერენცია, რომელიც მეთოთხმეტედ ტარდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა.

„ჩვენ განვიხილავთ მიგრაციის, მობილობისა და ასოციაციის შეთანხმების იმპლემენტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს. უფრო სწორად, ჩვენ ძალზე ფართო დღის წესრიგი გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოსთვის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის ქმედებები“, — განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.

ავიაკომპანია Wizz Air - Sputnik საქართველო
უვიზოდ ევროპაში: საქართველოდან ევროკავშირში 37 600-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა სესიაზე „საქართველო, რეგიონალური სტაბილურობა და ევროპის ენერგოუსაფრთხოება“, ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ პარტნიორებთან.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება სამი საფინანსო დოკუმენტის ხელმოწერა. კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფის, ვარდნილჰესის და ენგურჰესის რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსების, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების შესახებ.

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0