უვიზოდ ევროპაში: საქართველოდან ევროკავშირში 37 600-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

გამოწერა
შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებული 37 600 მოქალაქიდან მხოლოდ 0.3% ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე უარი.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ბოლო სამი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით მიმოსვლით საქართველოს 37 600-მდე მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პასპორტი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი ქართული ავიაკომპანიებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

„სულ ამ პერიოდში ახალი შესაძლებლობით 37600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და მხოლოდ 0.3% ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე უარი“, — განაცხადა ხულორდავამ.

სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან ერთად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სტუმრობენ, აღნიშნა მან.

„ეს რიცხვი ორნახევარზე მეტჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს არის რეალური ინტეგრაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც უკეთ ეცნობიან იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს“, — აღნიშნა დეპუტატმა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ბევრად ადრე დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წესების გაცნობის მიზნით. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

© Sputnik / Maria Tsimintia ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
 ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები   - Sputnik საქართველო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები



ყველა ახალი ამბავი
0