მამაკაცი „კალაშნიკოვის“ უკანონო გაყიდვის ფაქტზე დააკავეს

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა მოქალაქეს АКМ მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ 62 წლის მამაკაცი დააკავა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
დაკავებულია ექს-მინისტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა მოქალაქეს АКМ მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ამოიღეს, ხოლო მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0