ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს გზების რემონტზე კრედიტი გამოუყო

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBქუთაისი-ზესტაფონის-საავტომობილო-ტრასა
ქუთაისი-ზესტაფონის-საავტომობილო-ტრასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
EIB დააფინანსებს ცენტრალური და რეგიონალური გზების 253 კილომეტრის რემონტს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ფინანსური ხელშეკრულებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მილიონი ევრო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების რეაბილიტაციისთვის, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში გზების რემონტს 2010 წლიდან აფინანსებს. სულ 2010 წლიდან 2016 წლამდე გზების რემონტზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილია 500 მილიონი ევრო. მთლიანობაში EIB-მა საქართველოს 1,2 მილიარდი ევრო გამოუყო.

კუმურდო - Sputnik საქართველო
საქართველოში ტაძართან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება

ევროპული საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, კრედიტი სამთავრობო პროექტისათვის განკუთვნილი 500-მილიონიანი ტრანშის მეორე ნაწილია და გზების რეაბილიტაციას 2017 წლიდან 2020 წლამდე ითვალისწინებს.

პროექტი ითვალისწინებს რემონტს და უსაფრთხოებას გზებზე. კერძოდ, საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის რემონტზე.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0