საქართველოში ტაძართან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება

გამოწერა
კუმურდოს ტაძარში, რომელთან მისასვლელ გზას არემონტებენ, ასევე ტარდება სარესტავრაციო სამუშაოები

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. განახლებული გზა სოფელ კუმურდოზე გაივლის, სადაც კუმურდოს საკათედრო ტაძარი მდებარეობს.

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 10-კილომეტრიანი გზა ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს მონააკვეთს ათეული წელია კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, ავტოპავილიონებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. 

ბოლნისის „აკვანებას VI საუკუნის ტაძარი - Sputnik საქართველო
დასრულდა ბოლნისის „აკვანებას" VI საუკუნის ტაძრის რესტავრაცია

პროექტის ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 3,7 მლნ ლარია ლარია.

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტაძარი — კუმურდოს საკათედრო ტაძარი მეფე  ლეონ III-ის  ბრძანებით 964 წელს აიგო და ჯავახეთში, ახალქალაქიდან – 14 კილომეტრში, სოფელ კუმურდოში მდებარეობს.

ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის შიგნით უძველესი ფრესკები და ასომთავრულით შესრულებული წარწერებია შემორჩენილი.

კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, თუმცა, შემორჩენილია ჯვრისებრი ფასადი.

2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო კუმურდოს ტაძრის სარესტავრაციო პროცესი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0