დასრულდა ბოლნისის „აკვანებას" VI საუკუნის ტაძრის რესტავრაცია

© FB / georgianheritageბოლნისის „აკვანებას" VI საუკუნის ტაძარი
ბოლნისის „აკვანებას VI საუკუნის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეკონსტრუქციო სამუშაოები "აკვანებას" ტაძარში 2016 წლიდან ტარდებოდა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში "აკვანებას" VI საუკუნის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

რეკონსტრუქციამდე ტაძრის მდგომარეობა სავალალო იყო – თითქმის არ არსებობდა მთავარი ნავის კედლების საპირე ქვები, ჩამოქცეული იყო სახურავი, ხოლო მინაშენი თითქმის მთლიანად იყო განადგურებული. მიუხედავად ამისა, ძეგლის საფუძვლიანად შესწავლამ და ანალიზმა ცხადყო, რომ ადგილზე შემორჩენილ ფრაგმენტებსა და ელემენტებზე დაყრდნობით შესაძლებელი იყო ძეგლის სრული აღდგენა.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან ერთად "აკვანების" ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

© photo: georgianheritage / FBბოლნისის „აკვანებას" VI საუკუნის ტაძარი
Болнисский храм VI века Акванеба в Грузии - Sputnik საქართველო
ბოლნისის „აკვანებას" VI საუკუნის ტაძარი

რესტავრაციის შედეგად ფასადებზე და ინტერიერში აღდგა საპირე წყობა ტუფის ქვით, აღდგა ტრიუმფალური თაღი და კონქი ტუფის ქვისგან ძველი წყობის მიხედვით, კამარა ზემოდან დამუშავდა კირის დუღაბით.

ცენტრალური დარბაზის მთელ პერიმეტრზე მოეწყო თარო კარნიზი, გაკეთდა მუქი ნაცრისფერი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით. რადგანაც ფასადზე შემორჩენილი ყველა ქვა მოითხოვდა გამაგრებას, დაიფშვნა ძველი ქვები და შერეულ იქნა სპეციალურად დამზადებულ დუღაბში, ფერის შესანარჩუნებლად.

პროექტის შემსრულებელია შპს "ტაო-ტბელი", პროექტის ავტორი — შპს "რესტავრატორები და კომპანია".

ყველა ახალი ამბავი
0