სკანდალურად ცნობილი ელისო კილაძის ვაჟი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© public domainსასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გაათავისუფლეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გაზეთ „ქრონიკა+"-ის სკანდალურად ცნობილი მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ხარშილაძე, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით მარტის შუა რიცხვებიდან პატიმრობაშია, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„გირაო 15 000 ლარი. გამოუშვეს!" — დაწერა კილაძემ თავის Facebook-გვერდზე.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
კილაძის შვილის დაპატიმრების საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს

სასამართლო სხდომის მსვლელობისას ხარშილაძემ ჩვენება მისცა და სამართალდამცველები მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა.

ხარშილაძის დაკავების ფაქტის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციელები ხარშილაძეს ცინიკურად და დამამცირებლად ექცეოდნენ, ასევე მოაწყვეს კონფლიქტის პროვოკაცია. თავად დაკავებულის განმარტებით, პოლიციელებმა არაპროპორციული ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

საბოლოოდ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მოგვიანებით კი გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო.

„ქრონიკა+"-ის რედაქტორმა შვილის დაკავებას პოლიტიკური საქმე უწოდა.

ელისო კილაძე მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა როგორც საპატრიარქოს სკანდალთან, ისე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. მისი გაზეთის ფურცლებზე ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეებზე პერიოდულად იბეჭდება სკანდალური სტატიები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელთა დასახელებაზეც კილაძე უარს აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0