ამინდი და წყლის ტემპერატურა ბათუმში: ორი კვირის ზუსტი პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerეშმაკის ბორბალი
ეშმაკის ბორბალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები ბათუმში 14-28 ივლისის პერიოდში ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ.

ბათუმში უახლოეს ორ კვირაში მოსალოდნელია თბილი ამინდი, ხანმოკლე წვიმა და დროგამოშვებით მოღრუბლულობა. ასე რომ, თუ უქმეების გატარებას ბათუმში გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ ქოლგის ან საწვიმარის წაღება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ხანმოკლე წვიმებს მზიანი ამინდები ჩაანაცვლებს, რაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს მზის სხივებით დატკბნენ.

წვიმიანი ამინდი ბათუმში დასვენების მოყვარულთათვის შემაფერხებელი არ არის, რადგან აქ განწყობის ასამაღლებლად არაერთი კაფე, რესტორანი, კაზინო და ღამის კლუბია.

მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და ელჭექი

ბათუმში შეგიძლიათ ეწვიოთ აკვაპარკს, დელფინარიუმს, პარკებს, ველოსიპედით გაისეირნოთ ბულვარში, ეშმაკის ბორბლიდან დატკბეთ ქალაქის სილამაზით, მოცეკვავე შადრევნების ცქერით ამაღლებულ განწყობაზე დადგეთ და ა.შ.

ქალაქში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ფესტივალები და ღონისძიებები. ასე რომ, ბათუმში ყოველ წელს შეიძლება თქვენთვის საინტერესო რამ იპოვოთ.

ბათუმში 14-დან 28 ივლისის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  +32 გრადუსს მიაღწევს, მინიმალური კი +20-ს. ქარი  წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დილის ზღვის აბაზანების მოყვარულებს შეუძლიათ ალიონით დატკბნენ 05:50 საათზე. დროის ამ მონაკვეთში წყალი განსაკუთრებით თბილია, ხოლო წვიმა კი უფრო თბილი ხდება.

წყლის საშუალო ტემპერატურა 2017 წლის ივლისში 25,5 გრადუსია, მინიმალური 22,8 გრადუსამდე, მაქსიმალური კი 28,9 გრადუსამდე.

ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ზღვის სანაპიროზე დაისით ტკბობის საშუალება 20:40 საათზე ექნებათ.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0