ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და ელჭექი

გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 12 ივლისი— Sputnik.  სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ვარაუდობენ ხანმოკლე წვიმებს ელჭექით.

ხუთშაბათი, 13 ივლისი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში ღამით იქნება 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 25-30. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, მცირე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 21 გრადუსი სითბო, დღისით — 27.

პარასკევი, 14 ივლისი

ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში — ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში ღამით იქნება 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 26-31. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, საღამოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 20 გრადუსი სითბო, დღისით — 29.

ყველა ახალი ამბავი
0