თბილისში ყველა მსურველს სომხური ტოლმით გაუმასპინძლდებიან

© photo: Sputnik / Асатур Есаянцტოლმა
ტოლმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული ფესტივალ-კონკურსის "ტოლმა 2017" სტუმრებს სომხური ეროვნული კერძით გაუმასპინძლდებიან

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში კვირას გაიმართება ფესტივალი-კონკურსი "ტოლმა 2017", რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება საკუთარი კულინარიული უნარების დემონსტრირება და სომხური ეროვნული კერძის დაგემოვნება.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი "შუშანიკი" საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლწსიის ეპარქიისა და ცენტრ "აიართუნის" მხარდაჭერით, ასევე მეცენატების ფინანსური დახმარებით.

ფესტივალი არტგენი - Sputnik საქართველო
დღეს თბილისში ფოლკლორული ფესტივალი "არტ-გენი" იწყება

ღონისძიება თბილისში ზედიზედ მეხუთედ იმართება.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ საკუთარი ხელით დამზადებული ტოლმის მიტანა.

"შეგიძლიათ წარმოადგინოთ ტოლმის ნაირსახეობები, მისასალმებელია სიახლეები და იმპროვიზაციები. ავტორიტეტული ჟიური შეაფასებს როგორც გემოს, ისე გარეგნულ იერს, კერძის მიწოდების ფორმას. კონკურსის გამარჯვებულს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება", — აღნიშნეს ორგანიზატორებმა ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ფესტივალზე, რომელიც სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართება, მოწვეული არიან სპეციალისტები სომხეთიდან. დღესასწაული სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით ჩაივლის.

მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ "აიართუნის" ცენტრში ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 593-39-71-70.

ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0